ლოკოს eSports-ის გუნდი მომავალი ტურნირებისთვის ემზადება

ლოკოს eSports-ის გუნდი მომავალი ტურნირებისთვის ემზადება
01/12/2023

ლოკოს eSports-ის გუნდი მომავალი ტურნირებისთვის ემზადება

საფეხბურთო კლუბმა თბილისის ლოკომოტივმა, დაახლოებით, ორი წლის წინ eSports-ის გუნდი შექმნა.

 

ლოკო მაშინ პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ელექტრონულ ფეხბურთში გუნდი ჩამოაყალიბა, შემადგენლობა კი უძლიერესი გეიმერებით დააკომპლექტა - ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი.

 

დეკემბერში ჩვენი გუნდის წევრები მონაწილეობას მიიღებენ FC PRO OPEN-ის 7 დღიანი კვალიფიკაციაში, რომელშიც მონაწილეობას შუა აღმოსავლეთის ქვეყნების უძლიერესი მოთამაშეები მიიღებენ.

 

ასევე, მომდევნო კვირას დაიწყება საქართველოს ელიგა, რომელიც 2VS2 ფორმატით ჩატარდება.

 

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე EA-ს მიერ დაანონსებული eEuro ჩემპიონატია, სადაც უეფას ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ამ წელსაც გვექნება სანაკრებო თამაშები. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

more news