ლუკა ვარძელაშვილი: მეტოქე სათანადოდ ვერ დავაფასეთ

ლუკა ვარძელაშვილი: მეტოქე სათანადოდ ვერ დავაფასეთ
15/03/2017

ლუკა ვარძელაშვილი: მეტოქე სათანადოდ ვერ დავაფასეთ

საქართველოს თასის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩში, ლოკომოტივი ნორჩ დინამოსთან დამარცხდა. ფოლადის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, გიორგი დევდარიანის ფეხბურთელებმა მინიმალური ანგარიშით წააგეს.

დღევანდელი მატჩი, ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა, ლუკა ვარძელაშვილმა შეაფასა.

 

''ნორჩ დინამოსთან დაპირისპირება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ველოდით. შესაძლოა, მოწინააღმდეგე სათანადოდ არ დავაფასეთ. გოლი მატჩის დებიუტში გავუშვით და თამაშის შედეგზე გავლენა ამანაც იქონია. გვქონდა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ.

 

მეტი კონცენტრაცია გვმართებდა და შეტევაში უფრო მეტად სწრაფი და აგრესული ფეხბურთი უნდა გვეთამაშა. სამწუხაროა, რომ თასის გათამაშებას გამოვეთიშეთ. დღევანდელი მატჩი, ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება.'' - ამბობს ვარძელაშვილი.

 

19 წლის ნახევარმცველმა, ნორჩ დინამოსთან 72 წუთი ითამაშა.

more news