ნიკა ჭანტურია ზამთრის თასის შესახებ საუბრობს (ვიდეო)

ნიკა ჭანტურია ზამთრის თასის შესახებ საუბრობს (ვიდეო)
13/01/2018

ნიკა ჭანტურია ზამთრის თასის შესახებ საუბრობს (ვიდეო)

თბილისის ლოკომოტივის მცველი, ნიკა ჭანტურია დავით პეტრიაშვილის სახელობის, ზამთრის თასის შესახებ საუბრობს. მან ტურნირის საორგანიზაციო მხარის გარდა, ლოკოს ნაჩვენები შედეგიც შეაფასა.

"მინდა აღვნიშნო, რომ ტურნირი საკმაოდ კარგად ორგანიზებულია. აქ არსებული გარემო, ფეხბურთელს განწყობას მაქსიმალურად უმაღლებს და მსგავს საკითხებში, საორგანიზაციო კუთხე ძალიან მნიშვნელოვანია.

ვთვლი, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, ჯგუფური ეტაპის შემდეგ, მეოთხედფინალიც დაძლია. რა თქმა უნდა, არ არის ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის თამაშები, მაგრამ მაინც ნებისმიერ ტურნირში, სადაც საჩემპიონო შანსებია, გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ მოიგოს. შესაბამისად, მიზანი გამარჯვებაა". - ამბობს ჭანტურია.

ნახევარფინალური მატჩი 14 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

more news