ნიკოლოზ ნინიძის გოლით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა

ნიკოლოზ ნინიძის გოლით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა
08/09/2023

ნიკოლოზ ნინიძის გოლით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხი 2-ზე ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა.

 

მატჩი დაძაბული გამოდგა, ორივე გუნდი ცდილობდა მომენტის შექმნას, პირველმა ტაიმმა და მეორე ტაიმის დიდმა ნაწილნა უგოლოდ ჩაიარა.

 

შეხვედრის მიწურულს, 86-ე წუთზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრევს გამარჯვება თბილისის ლოკომოტივის ნახევარმცველმა, ნიკოლოზ ნინიძემ მოუტანა.

 

შეგახსენებთ, რომ ლოკოდან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში, ნინიძის გარდა, ორი ფეხბურთელია გამოძახებული - სოსო კოპალიანი და დავით ბუკია.

 

საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ლიეტუვის წინააღმდეგ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 10 სექტემბერს კვლავ მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარებს.

more news