ორკვირიანი შეკრება ესპანეთში: ლოკომოტივი 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს

ორკვირიანი შეკრება ესპანეთში: ლოკომოტივი 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს
08/02/2019

ორკვირიანი შეკრება ესპანეთში: ლოკომოტივი 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს

თბილისის ლოკომოტივი მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნახევარს ესპანეთში გაივლის. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი 9-დან 23 თებერვლის ჩათვლით საკურორტო ქალაქ ალბირში მოემზადება და 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ლოკომოტივი შეკრებაზე 9 თებერვალს, 24 ფეხბურთელით გაემგზავრება და სასტუმრო Albir Garden Resort-ში დაბინავდება. ალბირი ლოკოსთვის ნაცნობი ადგილია. უკანასკნელ 5 წელიწადში, ესპანეთის საკურორტო ქალაქში ლოკო მესამედ მიემგზავრება.

ჩვენი გუნდი პირველ ამხანაგურ მატჩს 13 თებერვალს, ესპანური სეგუნდა ბ-ს ბინადარ ალკოიანოსთან გამართავს. 16 თებერვალს ლოკოს მეტოქე ჩინეთის მეორე ლიგის გუნდი - ჩენჯუ სიტი იქნება.

მომდევნო მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ადგილოსანი უფაა. მატჩი 19 თებერვალს გაიმართება. ბოლო ამხანაგურ მატჩში ლოკო უზბეკეთის 23 წლამდე, ოლიმპიური ნაკრებს, 21 თებერვალს დაუპირისპირდება.

ესპანური შეკრებისთვის, მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: ლუკა შეროზია, დემეტრე ბულისკერია, რევაზ ლომიძე

მცველები: დავით უბილავა, ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე, ალექსანდრე გურეშიზე, თორნიკე ძებნიაური, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ბექა ბუიღლიშვილი, ლუკა ჯაფარიძე

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, ირაკლი კომახიძე, ლაშა გვალია, თორნიკე კირკიტაძე, რატი არდაზიშვილი, ოთარ კობახიძე, ლუკა კიკაბიძე, რევაზ ინჯგია

თავდამსხმელები: ირაკლი სიხარულიძე, დავით ჯიქია, ლაშა ოზბეთელაშვილი, შოთა შეყილაძე

more news