პრესკონფერენცია - გიორგი ჭიაბრიშვილი გრანდასთან მატჩზე
პრესკონფერენცია - გიორგი ჭიაბრიშვილი გრანდასთან მატჩზე
გრანადასთან, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა - გიორგი ჭიაბრიშვილმა, ესტადიო დე ლოს კარმენესზე პრესკონფერენცია გამართა და მედიის შეკითხვებს უპასუხა.
გიორგი ჭიაბრიშვილი: „ძალიან ძლიერ გუნდთან ვთამაშობთ და რეალურად, ხვალ გამოჩნდება, თუ რა დონეზე შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. გრანადა ტაქტიკურად სწორ ფეხბურთს თამაშობს და კარგი შემსრულებლები ჰყავს. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, ლა ლიგის წარმომადგენელთან შეხვედრა დიდი გამოწვევაა.
აქ გამარჯვება, ჩვენთვის კიდევ ერთი სასწაული იქნება. გრანადასთვის ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში უცნაური ამბავია; ჩვენთვის - არა. ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი; შიშისა და დაძაბულობის გარეშე ვითამაშებთ. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ესპანელებისთვის ჩვენ უცნობი გუნდი ვართ, რომელსაც მიმდინარე სეზონში სამი მწვრთნელი ჰყავდა. ეს მათ ამოცანას უფრო ართულებს, რომ ლოკომოტივის კარგად გაცნობა მოახერხონ.
ჩვენი ბოლოდროინდელი კალენდრიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ძალები სრულფასოვნად არ აღგვიდგენია. დღეს, 6 საათი ვიფრინეთ. თუმცა, ხვალინდელი მატჩი იმ კატეგორიიდანაა, ყველაფერი რომ უნდა დაივიწყო და ბოლომდე დაიხარჯო.“