საბურთალო - ლოკომოტივი - ურთიერთშეხვედრები

საბურთალო - ლოკომოტივი - ურთიერთშეხვედრები
17/03/2017

საბურთალო - ლოკომოტივი - ურთიერთშეხვედრები

18 მარტს, საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში, თბილისის ლოკომოტივი საბურთალოს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.

 

რანგით პირველ დივიზიონში (ეროვნული ლიგა), ლოკომოტივი და საბურთალო ერთმანეთს სულ ორჯერ შეხვდნენ. პირველი მატჩი, რომელიც 2015 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

საბურთალოს გოლები დავით უბილავამ, შერმადინ ართმელაძემ და ალექსი ბენაშვილმა გაუტანეს.

 

მეორე თბილისური დერბი, 2016 წლის 10 აპრილს 0:0 დასრულდა. ორივე მატჩში, ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ჟერარდ სარაგოსა იყო.

more news