უამინდობა და უგოლო ფრე წყალტუბოში

უამინდობა და უგოლო ფრე წყალტუბოში
22/11/2021

უამინდობა და უგოლო ფრე წყალტუბოში

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში, ლოკომოტივი სტუმრად წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდა. მატჩის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო, ლოკო ევროთასების საგზურისთვის იბრძვის და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მიუხედავად უამინდობისა და მინდვირის საფარის არასახარბიელო მდგომარეობისა მატჩი სანახაობრივი გამოდგა, იყო ორივე კართან სახიფათო მომენტები. ორივე გუნდის შემადგენლობიდან უნდა გამოვყოთ რევაზ თევდორაძე და მაქსიმე ქვილითაია. ამ ორი მეკარის გამორჩეული თამაშის დამსახურებაა, რომ მატჩი უგოლოდ დასრულდა.

 

სამგურალო 0-0 ლოკომოტივი

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, ქველაძე, სანდოხაძე, ვადე, გაბაძე, შონია, დარცმელია (კირკიტაძე), სამურკასოვი (ანდრონიკაშვილი), იმრანი(კახაბრიშვილი), გავაშელიშვილი (დიასამიძე), სიხარულიძე(იაკობიძე).

 

გაფრთხილება: ქველაძე, სანდოხაძე.

 

მთ.მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

more news