19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა გაგრას 6:2 მოუგო

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა გაგრას 6:2 მოუგო
11/04/2017

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა გაგრას 6:2 მოუგო

საქართველოს 19 წლამდე ლიგის მე-6 ტურში, ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა გაგრა დაამარცხა. 11 აპრილს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა 6:2 მოიგეს.

 

მე-5 და 24-ე წუთებზე, გაგრას ორი გოლი, გუნდის კაპიტანმა გიორგი წულეისკირმა გაუტანა. 32-ე წუთზე თორნიკე ძებნიაურმა სტუმართა კარი მესამედ აიღო.

 

48-ე წუთზე თავის გამოჩენა ირაკლი ბუღრიძემაც შეძლო, რომელმაც რამდენიმეკვირიანი ტრავმის შემდეგ, პირველად ითამაშა. 51-ე წუთზე, ლოკომოტივის კაპიტანმა გიორგი წულეისკირმა ჰეთთრიკი შეასრულა.

 

გაგრამ 54-ე წუთზე, ლუკა ელიზბარაშვილის გოლით ანგარიში შეამცირა, 85-ე წუთზე კი სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს. თავი გიორგი გაჩეჩილაძემ გამოიჩინა.

 

მატჩის საბოლოო შედეგი, 89-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ლაშა ოზბეთელაშვილმა დააფიქსირა.

 

გიორგი მინაშვილის გუნდს, 6 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს. ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდი, მომდევნო მატჩს სტუმრად, რუსთავის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, გელაშვილი, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ნიკოლეიშვილი, ლურსმანაშვილი (ანდრონიკაშვილი 46), გაბუნია, ძებნიაური, წულეისკირი (კაპ) (ოზბეთელაშვილი 66), ობოლაძე, ბუღრიძე (გრძელიძე 49)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი (თბილისი)

more news