გაზრდილი შანსები - ლოკოს 19-წლამდელთა გუნდი კვლავ საქმეშია

გაზრდილი შანსები - ლოკოს 19-წლამდელთა გუნდი კვლავ საქმეშია
19/11/2019

გაზრდილი შანსები - ლოკოს 19-წლამდელთა გუნდი კვლავ საქმეშია

„ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდს ოქროს ლიგის მოგებისა და ტიტულის დაცვის რეალური შანსი კვლავ გაუჩნდა. 19-წლამდელთა ოქროს ლიგის მე-13 ტურში განვითარებულმა მოვლენებმა, სურათი მკვეთრად შეცვალა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა - „დინამო“ თბილისმა სტუმრად „საბურთალოსთან“ წააგო და უშუალო კონკურენტებს კვლავ თანაბარი ქულები გაუხდათ.

 

თავის მხრივ, დიდი დანაკლისისა და საკადრო პრობლემების მიუხედავად, სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, საკუთარ მოედანზე გორის „დილა“ 2:1 დაამარცხა. ანგარიში მე-11 წუთზე შოთა შეყილაძემ გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი ზუსტი საჯარიმო დარტყმით აიღო. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება 63- წუთზე შეძლეს. 3 ქულა კი, „ლოკომოტივს“ გიორგი ლომთაძის მიერ ზუსტად შესრულებულმა თერთმეტმეტრიანმა მოუტანა, რომელიც შოთა შეყილაძის წაქცევას მოჰყვა.

 

ლოკოს 19-წლამდელებისთვის ამოცანა არ იცვლება: მათ „საბურთალოსთან“ გასვლითი მატჩიც უნდა მოიგონ და ოქროს ლიგის უკანასკნელ შეხვედრაში, უშუალო კონკურენტს - „დინამო“ თბილისსაც უნდა სძლიონ. სწორედ, ამ შემთხვევაში იზეიმებს სულიკო დავითაშვილის გუნდი ჩემპიონობას.  

 

რაც შეეხება 15-წლამდელთა გუნდს, მათ მე-15 ტურის შეხვედრაში „დინამო“ თბილისი 2 დაამარცხეს. ჯანო კენჭიაშვილის ფეხბურთელებმა, მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს. თავი ლუკა ჩაგანავამ და ლაშა კალანდაძემ გამოიჩინეს. 15-წლამდელთა ოქროს ლიგაში, ჩვენი 15-წლამდელები კვლავ მე-4 ადგილზე რჩებიან.

more news