თბილისის ლოკომოტივი ხობის კოლხეთთან მატჩისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ხობის კოლხეთთან მატჩისთვის ემზადება
22/08/2023

თბილისის ლოკომოტივი ხობის კოლხეთთან მატჩისთვის ემზადება

23 აგვისტოს თბილისის ლოკომოტივი ეროვნულ ლიგა 2-ში ხობის კოლხეთს მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლებს.

 

ჩვენმა გუნდმა სეზონის განახლების შემდეგ ოთხი მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 2 წააგო. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მარტვილის მერანთან საშინაო დაპირისპირება, რომელშიც ლოკომ მეტოქის კარში 5 უპასუხო გოლი გაიტანა. ამჟამად ლოკომოტივი ეროვნულ ლიგა 2-ში 16 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება და გადათამაშების ზონას 1 ქულა აშორებს.

 

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ხობის კოლხეთი სეზონის მეორე ნაწილს კარგ ფორმაში ხვდება და ჯერ წაგება არ აქვს. ხობელებმა მარტვილის მერანი და თბილისის მერანი დაამარცხეს, ხოლო სპაერთან და ფოთის კოლხეთთან ქულა მოიპოვეს. ამჟამად ხობის კოლხეთი გათამაშების ცხრილში 35 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

 

მიმდინარე სეზონში ლოკომოტივმა და ხობმა ერთმანეთის წინააღმდეგ ორჯერ ითამაშეს და ორივე მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. წიინა მატჩში, რომელშიც ლოკო 1:2 დამარცხდა, გოლის გატანა ჩვენი გუნდიდან ოზბეთელაშვილმა მოახერხა.

 

გუნდების შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე 23 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

 

ეროვნული ლიგა 2 I 23-ე ტური:

 

23 აგვისტო, 17:00 I გარეჯი - სპაერი
23 აგვისტო, 17:00 I მერანი თბილისი - ბოლნისის სიონი
23 აგვისტო, 17:00 I ვიტ ჯორჯია - მერანი მარტვილი
23 აგვისტო, 20:00 I ლოკომოტივი - ხობის კოლხეთი
23 აგვისტო, 20:00 I ფოთის კოლხეთი - დინამო თბილისი 2

more news