ლოკომოტივი სტუმრად სპაერთან დამარცხდა
ლოკომოტივი სტუმრად სპაერთან დამარცხდა
ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურის შეხვედრა თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად, სპაერის სტადიონზე სპაერის წინააღმდეგ ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.
მატჩი თავიდანვე მეტოქის უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე კობა ქებურიამ სპაერი დააწინაურა. ლოკომ თამაშში გარდატეხის შეტანა სცადა, თუმცა უშედეგოდ.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლის გატანა 73-ე წუთზე მოახერხეს. თამაზ ცეცხლაძის საგოლე პასით დავით ნაჭყებიამ ისარგებლა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ეროვნულ ლიგა 2-ში 22 ტურის შემდეგ თბილისის ლოკომოტივს 16 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 აგვისტოს, მიხეილ მესხი 2-ზე ხობის კოლხეთთან ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
სპაერი - ლოკომოტივი 2:0 I ეროვნული ლიგა 2 I 22-ე ტური
გოლები: ქებურია (4), ნაჭყებია (73).
სპაერი: ფუტკარაძე, მოსაშვილი, ცეცხლაძე, მატენჯავა (77 გეგიაძე), მაისურაძე (77 ცაწკრიალაშვილი), ქებურია (64 ნაჭყებია), ცვალე (71 ცეცხლაძე), სამხარაძე, გადრანი, ქართველიშვილი (64 ბარაბაძე), კენჭაძე.
მწვრთნელი: ნიკოლოზ აბაშიძე.
ლოკომოტივი: თანდილაშვილი, შეწირული (84 გაბისონია), კურტანიძე (55 ოზბეთელაშვილი), მახარობლიძე (55 თურქია), ხუციშვილი (71 კალანდაძე), გეგუჩაძე, გაბაძე, მენთეშაშვილი, ბაშელეიშვილი (84 კეკელიძე), ჩაჩუა, ჭანტურია.
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, დ.კურტანიძე, ა.კოკაია, მ.სადილიანი.
ეროვნული ლიგა 2 I 22-ე ტურის სხვა მატჩების შედეგები
დინამო 2 - ვიტ ჯორჯია 0:1
სიონი - ფოთის კოლხეთი 1:1
ხობის კოლხეთი - მერანი თბილისი 2:0
მარტვილის მერანი - საგარეჯო 1:4