13 წლამდე გუნდი კოსტა ბრავას საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება

13 წლამდე გუნდი კოსტა ბრავას საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
09/04/2017

13 წლამდე გუნდი კოსტა ბრავას საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება

თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 13 წლამდე გუნდი, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გასამართ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

 

კოსტა-ბრავას სანაპიროზე, საფეხბურთო ტურნირი 11-დან 16 აპრილის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 260-მდე საფეხბურთო კლუბის აკადემია მიიღებს.

 

13 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს შორის, ტურნირში მონაწილეობას, ბარსელონას, მანჩესტერ სიტის, მილანის ინტერის, მადრიდის ატლეტიკოს, პორტოს, თელ ავივის მაკაბისა და ესპანიოლის, ასევე აშშ-ის, იაპონიისა და სხვადასხვა ქვეყნის გუნდების აკადემიები მიიღებენ.

 

ლოკომოტივის 13 წლამდე გუნდი J ჯგუფში ესპანურ საბადელთან, ატლეტიკ ბისბალენკთან და იაპონურ კიუში სელექტთან ერთად იასპარეზებს.

 

გიორგი ჩიტაურის გუნდი, ესპანეთში 11 აპრილს, გამთენიისას გაემგზავრება.

more news