13 წლამდე გუნდი, კოსტა ბრავას ტურნირზე ესპანურ გუნდებთან დამარცხდა
12/04/2017
13 წლამდე გუნდი, კოსტა ბრავას ტურნირზე ესპანურ გუნდებთან დამარცხდა
კოსტა ბრავას საერთაშორისო ტურნირზე, ლოკომოტივის აკადემიის 13 წლამდე გუნდმა, 13 აპრილს ორი მატჩი გამართა.
გიორგი ჩიტაურის ფეხბურთელები, ორივე შეხვედრაში ესპანურ კლუბებს დაუპირისპირდნენ. ატლეტიკთან და საბადელთან, ლოკომოტივის აკადემიის გუნდი ერთნაირი ანგარიშით, 6:0 დამარცხდა.
ლოკომოტივმა, პირველ მატჩში იაპონურ კიუში სელექტთან 1:1 ითამაშა.
ჩვენი აკადემიის გუნდი J ჯგუფში, მესამე ადგილზეა. ტურნირის წესდების მიხედვით, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მესამე და მეოთხე ადგილოსნები, ტურნირის საპრიზო ადგილისთვის ბრძოლას ცალკე განაგრძობენ.
ხოლო, პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ცალკე კალათაში ხვდებიან. ლოკომოტივი მომდევნო მატჩს, 1/16 ფინალურ ეტაპზე, 14 აპრილს გამართავს.