15 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგა მოგებით განაახლა
25/08/2018
15 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგა მოგებით განაახლა
15 წლამდე, ოქროს ლიგის მე-5 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა სფფ აკადემია ზუგდიდის გუნდი დაამარცხა. 24 აგვისტოს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, ლევან კორღალიძის გუნდმა 2-0 მოიგო.
სტუმრებს დუბლი საბა ბოგვერაძემ შეუსრულა. ლოკოს ფორვარდმა გოლები 23-ე და 33-ე წუთებზე გაიტანა.
5 ტურის შემდეგ, აკადემიის გუნდს 11 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 31 აგვისტოს, საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: ვადაჭკორია, ოდიშვილი (კეშელავა 42), ჭოხონელიძე, ფაილოძე, ქადარია (უდესიანი 46), ხვიჩია, კეკელიძე (კაპ), ქეცბაია (ერქვანია 61), ჩანქსელიანი (ბაღდავაძე 50), შოშიტაიშვილი (გოგოლაძე 36), ბოგვერაძე (ინაიშვილი 61)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)