15 წლამდელებმა ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხეს

15 წლამდელებმა ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხეს
23/02/2018

15 წლამდელებმა ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხეს

თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 15 წლამდე გუნდმა, საქართველოს 15 წლამდე ლიგა გამარჯვებით დაიწყო. 24 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა ცხინვალი 7:0 დაამარცხა.

პირველ ნახევარში, ლოკოს ფეხბურთელებმა 4 გოლი გაიტანეს. მე-15 წუთზე ანგარიში ბექა ქეცბაიამ გახსნა. 25-ე და 27-ე წუთებზე, თორნიკე შოშიტაშვილმა და ირაკლი ქადარიამ გამოიჩინეს თავი. სერგი აბრამიშვილმა, 30-ე წუთზე პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

47-ე და 49-ე წუთებზე, ცხინვალს დათო ფაილოძემ და საბა ბოგვერაძემ გაუტანეს. მატჩის საბოლოო შედეგი შეცვლაზე შესულმა გოგი ერქვანიამ, 53-ე წუთზე დააფიქსირა.

ნიკა ფოცხვერიას გუნდი მომდევნო მატჩს 4 მარტს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: მახარაძე, ფაილოძე, ოდიშვილი (ერქვანია 42), ფარსადანაშვილი, ქადარია (კეშელავა 36), აბრამიშვილი, ავალიანი (კაპ), ქეცბაია (გოგოლაძე 36), ჩანქსელიანი (ბაღდავაძე 36), ბოგვერაძე, შოშიტაშვილი (გოგილაშვილი 36)

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია

არბირტრი: გიორგი ვარდიძე

more news