17 წლამდე ლიგა - ლოკომოტვიმა დილა დაამარცხა
29/04/2017
17 წლამდე ლიგა - ლოკომოტვიმა დილა დაამარცხა
საქართველოს 17 წლამდე ლიგის მე-7 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა გორის დილა დაამარცხა.
29 აპრილს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება ვლადიმერ ვაშაძის ფეხბურთელებმა 2:0 მოიგეს.
23-ე წუთზე, ანგარიში ლუკა ხარძიანმა გახსნა. მატჩის საბოლოო ანგარიში, 61-ე წუთზე რევაზ ინჯგიამ დააფიქსირა.
ვაშაძის გუნდს, 7 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდი, სტუმრად 6 მაისს, ფკ გორის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი (U 17): ანდრიაძე, ჯანაშია, ცანავა, ქურდაძე, მაღრაძე, გოგია (კაპ), ნადარეიშვილი (გობრონიძე 41), ჩიქოვანი (ქაჯაია 66), ბეგაშვილი (ნანობაშვილი 41), ხარძიანი, ინჯგია (მუშკუდიანი 73)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე
არბიტრი: დავით ფიფია (გალი)