17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი ზესტაფონთან დამარცხდა
01/09/2017
17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი ზესტაფონთან დამარცხდა
საქართველოს 17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-5 ტურში, ლოკომოტივის აკადემიის გუნდი სტუმრად, ზესტაფონს დაუპირისპირდა. 1 სექტემბერს, ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართული მატჩი პაატა გოცირიძის გუნდმა 4:2 წააგო.
31-ე წუთზე ლოკომ ანგარიში გახსნა. ზესტაფონის კარში გოლი ნიკოლოზ ნადარეიშვილმა გაიტანა. მე-40 წუთზე, მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. თავი შოთა შეყილაძემ გამოიჩინა.
49-ე წუთზე შეყილაძემ დუბლი შეასრულა და ზესტაფონი დააწინაურა. წონასწორობა 54-ე წუთზე გოგა კუხიანიძემ აღადგინა. 61-ე და 73-ე წუთებზე, მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და 3 ქულა მოიპოვეს.
5 ტურის შემდეგ, პაატა გოცირიძის გუნდი 7 ქულით მე-4 პოზიციაზეა. ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდი, მომდევნო მატჩს საგურამოს ბაზაზე, სამტრედიის წინააღმდეგ 6 სექტემბერს გამართავს.