17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა მერანი დიდი ანგარიშით დაამარცხა

17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა მერანი დიდი ანგარიშით დაამარცხა
11/11/2018

17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა მერანი დიდი ანგარიშით დაამარცხა

17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-15 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა მარტვილის მერანი დაამარცხა. 10 ნოემბერს, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, პაატა გოცირიძის გუნდმა 8-1 მოიგო.

ანგარიში მე-17 თემურ ჩერქეზიამ გახსნა და მერანი დააწინაურა. 38-ე წუთზე ანგარიში გიორგი იაკობიძემ გაათანაბრა. ორ წუთში, გიორგი ომარაშვილმა ლოკო დააწინაურა. 44-ე წუთზე იაკობიძემ დუბლი შეასრულა.

58-ე წუთზე თორნიკე კერესელიძემ მასპინძლებს მეოთხე გოლი გაუტანა. 62-ე და 64-ე წუთებზე ომარაშვილმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და ჰეთთრიკის ავტორი გახდა.

მის მსგავსად, სამი გოლი გაიტანა გიორგი იაკობიძემაც. ლოკოს ფორვარდმა 72-ე წუთზე მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

15 ტურის შემდეგ, ლოკოს 32 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა.

ლოკომოტივი: ლომიძე, გოგატიშვილი, ბაქრაძე, ჯინჭარაძე, გოლუბიანი, გაბრიელ ხუციშვილი, გაგუა, მენთეშაშვილი, კერესელიძე, ომარაშვილი, იაკობიძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: ზვიად ტუღუში (ბათუმი)

more news