17 წლამდე, ოქროს ლიგა: მარცხი კოლხეთი 1913-თან
![17 წლამდე, ოქროს ლიგა: მარცხი კოლხეთი 1913-თან](http://fcloco.ge/!img/news/academy/%E1%83%A317.jpg?type=header)
19/11/2018
17 წლამდე, ოქროს ლიგა: მარცხი კოლხეთი 1913-თან
17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-16 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდი კოლხეთი 1913-თან დამარცხდა. სენაკის ცენტრალურ სტადიონზე გამართული მატჩი, ფოთელებმა 2-1 მოიგეს.
მატჩის დებიუტში, ანგარიში დემეტრე გვასალიამ გახსნა და კოლხეთი 1913 დააწინაურა. მე-12 წუთზე, ლოკომოტივს მეორე გოლი ნიკო გოჩოლეიშვილმა გაუტანა.
მე-16 წუთზე ნიკა ხუციშვილმა მასპინძელთა კარი აიღო და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
16 ტურის შემდეგ, პაატა გოცირიძის გუნდს 33 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა.
ლოკომოტივი: სომხიშვილი, გუგუნავა (კაპ), გოგატიშვილი (ხეცურიანი 29), ჯინჭარაძე, ქაჯაია, გაბრიელ ხუციშვილი, აბრამაშვილი (გოლუბიანი 54), ნიკა ხუციშვილი (ჭანია 39), კერესელიძე, ომარაშვილი, იაკობიძე
მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე
არბიტრი: ირაკლი ხერხაძე (ქუთაისი)