19 წლამდე ლიგა: ლოკომოტივმა გორი დაამარცხა

19 წლამდე ლიგა: ლოკომოტივმა გორი დაამარცხა
11/04/2019

19 წლამდე ლიგა: ლოკომოტივმა გორი დაამარცხა

საქართველოს 19 წლამდე ლიგაში მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა. 11 აპრილს გორში გამართულ შეხვედრაში ლოკომოტივმა მეტოქე 12:0 გაანადგურა.  პირველი ნახევარი სტუმრებმა 5:0 გაიმარჯვეს, გოლები ბექა ბუიღლიშვილმა, გიორგი იაკობიძემ, დუბლი გაიფორმა, შოთა შეყილაძემ და ლუკა ჯაფარიძემ გაიტანეს. ლოკომოტივის სრული დომინირება მეორე ნახევარში გაგრძელდა. სულიკო დავითაშვილმა სათადიროგო ფეხბურთელებიდან თითქმის ყველას მისცა თამაშის საშუალება. მეორე ნახევარში გოლებით გამოირჩნენ: გიორგი იაკობიძე, გუნდის კაპიტანმა ჰეთ-ტრიკი მიითვალა, კიდევ ერთი გოლი გაიტანა ლუკა ჯაფარიძემ, დუბლი გაიფორმა შეცვლაზე შესულმა ლუკა ბოგვერაძემ, ხოლო თითო გოლი გაიტანეს ლომთაძემ, კონიაშვილმა და ქაჯაიამ გაიტანეს. ამ გამარჯვებით ლოკომოტივი "ბ" ჯგუფში გალიდერდა, თუმცა კონკურენტებზე ერთი მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. 

 

ლოკომოტივი: ლომიძე, ჭავჭანიძე, ბუიღლიშვილი, ქაჯაია, გოლუბიანი, იაკობიძე, ლომთაძე, კონიაშვილი, შეყილაძე, ჯაფარიძე, ქველაძე. 

შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, გუგუნავა, კუთხაშვილი, ალექსიძე, ბოგვერაძე, 

more news