19 წლამდე გუნდმა სამტრედია დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლამდე გუნდმა სამტრედია დიდი ანგარიშით დაამარცხა
04/11/2017

19 წლამდე გუნდმა სამტრედია დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-10 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა სამტრედია დაამარცხა. 5 ნოემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ვასილ მაისურაძის გუნდმა 4:0 მოიგო.

მე-40 წუთზე, ანგარიში გიორგი აბულაძემ გახსნა. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე, ლოკოს კაპიტანმა, კაკი ქიმერიძემ სამტრედიას მეორე გოლი გაუტანა.

90-ე წუთზე, ქიმერიძემ დუბლი შეასრულა, მატჩის საბოლოო შედეგი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, შეცვლაზე შესულმა ლუკა ხარძიანმა დააფიქსირა. 10 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 24 ქულით პირველ ადგილზეა.

ლოკომოტივი: გურგენიძე, კიკალიშვილი, ჯაფარიძე, ნიკოლეიშვილი, ქურდაძე (ჭურღულაშვილი 75), ნანობაშვილი, სილაგაძე (ობოლაძე 63), აბულაძე, სპანდერაშვილი, ქიმერიძე (კაპ), წულეისკირი (ხარძიანი 46)

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

არბიტრი: პაპუნა მაჭარაძე (ხონი)

more news