19 წლამდე გუნდმა ცხინვალი დაამარცხა
11/10/2017
19 წლამდე გუნდმა ცხინვალი დაამარცხა
19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-6 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ცხინვალი დაამარცხა. 12 ოქტომბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ვასილ მაისურაძის გუნდმა 2:0 მოიგო.
სტუმართა კარში, პირველი გოლი დავით კიკალიშვილმა გაიტანა და ლოკო დააწინაურა. მეორე ტაიმის 64-ე წუთზე თამაშში რეზი ინჯგია ჩაერთო, რომელმაც ანგარიშის გაზრდა ორიოდე წუთში მოახერხა.
მაისურაძის გუნდს, 6 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 16 ოქტომბერს, კოლხეთი 1913-ის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: გურგენიძე, კიკალიშვილი, ჯაფარიძე, შალამბერიძე, ნიკოლეიშვილი, ანდრონიკაშვილი, სილაგაძე, ჯანაშია, სპანდერაშვილი (ინჯგია 64), ქიმერიძე (კაპ), ბუღრიძე (ობოლაძე 74)
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
არბიტრი: დავით სანოძე (ხონი)