19 წლამდე ლიგა - ლოკომ ჩიხურა დიდი ანგარიშით დაამარცხა
19 წლამდე ლიგა - ლოკომ ჩიხურა დიდი ანგარიშით დაამარცხა
19 წლამდე ლიგის მე-7 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა საჩხერის ჩიხურა დაამარცხა. 15 აპრილს, საჩხერეში გამართული დაპირისპირება, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 0-8 მოიგო.
ლოკოს შემადგენლობიდან, მასპინძლებს დუბლი სამმა ფეხბურთელმა შეუსრულა. 28-ე და 38-ე წუთებზე, ლოკომოტივის კაპიტანმა ლევან გრძელიძემ გაიტანა ორი გოლი, 42-ე და 44-ე წუთებზე კი რეზი ინჯგიამ.
თავი ორი გოლით გამოიჩინა შეცვლაზე შესულმა შოთა შეყილაძემაც. მან ჩიხურას 51-ე და 66-ე წუთებზე გაუტანა. თითო-თითო გოლი, მე-19 და მე-80 წუთებზე, ივანე ოქროპირიძის და შეცვლაზე შესული ბექა ფილფანის ანგარიშზეა.
7 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 19 ქულით პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს, დავითაშვილის გუნდი 21 აპრილს, ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: მიქავა, ჯაფარიძე (შეყილაძე), ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, ძაძამია, ძებნიაური, ოქროპირიძე (ფილფანი 50), შეწირული, ინჯგია, გრძელიძე (კაპ) (ნაჭყებია 50), პაპიაშვილი
მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი
არბიტრი: გურამ მაჩიტიძე