19 წლამდე ლიგა - ლოკომ ტორპედო დაამარცხა
19 წლამდე ლიგა - ლოკომ ტორპედო დაამარცხა
19 წლამდე ლიგის მე-13 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. 24 მაისს, საგურამოში გამართული დაპირისპირება, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 4-1 მოიგო.
ანგარიში მე-8 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. საბა ჭინჭარაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ამ ავტოგოლით ტორპედო დაწინაურდა. 25-ე წუთზე ლუკა პაპიაშვილმა წონასწორობა აღადგინა.
44-ე და 45-ე წუთებზე დიმა შარიქაძემ და გიორგი იაკობიძემ კიდევ ორი გოლი გაიტანეს.
მატჩის საბოლოო შედეგი, 86-ე წუთზე, ბექა ფილფანმა დააფიქსირა. ლოკომოტივს 12 ტურის შემდეგ 34 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.
ლოკომოტივი: მიქავა, ქაჯაია, სირაძე (კაპ), შარიქაძე, კიკალიშვილი, ჭინჭარაძე (ჯანაშია 46), პაპიაშვილი, ნაჭყებია, ფილფანი, გოლუბიანი (გრძელიძე 55), იაკობიძე
მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი
არბიტრი: ალეკო აფციაური