19 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკო 8-0 დინამო ბთ

19 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკო 8-0 დინამო ბთ
15/06/2018

19 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკო 8-0 დინამო ბთ

19 წლამდე, ოქროს ლიგის პირველ ტურში, თბილისის ლოკომოტივმა ბათუმის დინამო დაამარცხა. 16 ივნისს, საგურამოს ბაზაზე, სულიკო დავითაშვილის გუნდმა მეტოქეს 8-0 მოუგო.

ბათუმელებს ჰეთთრიკი შეუსრულა შოთა შეყილაძემ. ლოკოს ფორვარდმა თავი 45-ე, 55-ე და 66-ე წუთზე გამოიჩინა. ორ-ორი გოლი რეზი ინჯგიამ და ლევან გრძელიძემ გაიტანეს.

ერთი გოლი შეცვლაზე შესული თემურ ძაძამიას, ანგარიშზეა.

მომდევნო მატჩს, ლოკოს 19 წლამდე გუნდი სტუმრად გაგრასთან, 20 ივნისს გამართავს.

ლოკომოტივი: გუგუშვილი, სირაძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, ჯაფარიძე, ჯანაშია (კაპ), პაპიაშვილი (ძაძამია 55), შეწირული (ოქროპირიძე 67), ინჯგია (ნაჭყებია 46), გრძელიძე, შეყილაძე

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: გიორგი ვარდიძე

more news