19 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომ დინამო თბილისი დაამარცხა
19 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომ დინამო თბილისი დაამარცხა
19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-3 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა დინამო თბილისი დაამარცხა. 24 ივნისს, საგურამოს ბაზაზე გამართულ მატჩში, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 2-1 მოიგო.
პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. 49-ე წუთზე, ბექა დარცმელიამ ზუკა გუგუშვილის კარი აიღო და სტუმრები დააწინაურა. 54-ე წუთზე, შოთა შეყილაძემ ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი, 73-ე წუთზე, ბექა ბუიღლიშვილმა გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
85-ე წუთზე, მატჩის არბიტრმა მოედნიდან ლოკოს მეკარე, ზუკა გუგუშვილი გააძევა. ამ დროისთვის, სულიკო დავითაშვილს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა და კარში ლუკა ჯაფარიძე ჩადგა. ამპლუით მცველმა, დარჩენილ დროში კარი მშრალად შეინახა.
3 ტურის შემდეგ, ლოკოს 9 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.
ლოკომოტივი: გუგუშვილი, სირაძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, ჯაფარიძე, ჯანაშია (კაპ), პაპიაშვილი (იაკობიძე 11, ნაჭყებია 46, ძაძამია 77), შეწირული, ინჯგია, გრძელიძე, შეყილაძე
მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი
გაფრთხილება: გრძელიძე (38), ანდრონიკაშვილი (53), სირაძე (57), ჯანაშია (83, 90+1), ინჯგია (90+5)
გაძევება: გუგუშვილი (85), ჯანაშია (90+2)
არბიტრი: პაპუნა მაჭარაძე (ხონი)