19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ შევარდენი 1906 დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ შევარდენი 1906 დიდი ანგარიშით დაამარცხა
05/11/2018

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ შევარდენი 1906 დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-13 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა შევარდენი 1906 დაამარცხა. 4 ნოემბერს, ბენდელას სტადიონზე გამართული მატჩი, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 7-1 მოიგო.

პირველ ნახევარში ლოკომ 3 გოლი გაიტანა. 21-ე წუთზე, ანგარიში ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გახსნა. 31-ე და 36-ე წუთებზე, შევარდენი 1906-ის კარი რევაზ ინჯგიამ და ლევან გრძელიძემ აიღო.

ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს, 43-ე წუთზე, თავი მერაბ მეგრელაძემ გამოიჩინა.

63-ე წუთზე ანდრონიკაშვილმა დუბლი შეასრულა. 70-დან 75-ე წუთამდე, ლოკომ კიდევ სამი გოლი გაიტანა. თავის გამოჩენა ივანე ოქროპირიძემ, შეცვლაზე შესულმა შოთა შეყილაძემ და ლაშა ჯაფარიძემ შეძლო.

13 ტურის შემდეგ, სულიკო დავითაშვილის გუნდი 37 ქულით გათამაშების ლიდერია.

ლოკომოტივი: ლომიძე, სირაძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, ჯაფარიძე, ოქროპირიძე, ძებნიაური, ჯანაშია (კაპ) (შარიქაძე 73), ოზბეთელაშვილი (შეყილაძე 60), გრძელიძე (იაკობიძე 71), ინჯგია

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: ბორის გლუშჩუკი (ქუთაისი)

more news