19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივი 4-1 გაგრა
19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივი 4-1 გაგრა
19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-10 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკდემიის გუნდმა გაგრა დაამარცხა. 13 ოქტომბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 4-1 მოიგო.
ანგარიში მე-5 წუთზე რევაზ ინჯგიამ გახსნა. პირველი ნახევარი ლოკოს გამარჯვებით დასრულდა.
55-ე წუთზე, სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. გოლი გაგრას კაპიტანმა, სერგი არჩვაძემ გაიტანა.
68-ე წუთზე ინჯგიამ კიდევ ერთხელ აიღო სტუმართა კარი. 82-ე წუთზე ლევან გრძელიძემ მესამე გოლი გაიტანა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ინჯგიამ ჰეთთრიკი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ რევაზ ინჯგია, ბექა ბუიღლიშვილი, შოთა შეყილაძე და ლუკა ჯაფარიძე გუნდს მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველსო 19 წლამდე ნაკრების შეკრების დასრულების შემდეგ შეუერთდნენ.
10 ტურის შემდეგ, ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდი 30 ქულით გათამაშების ლიდერია.
ლოკომოტივი: ლომიძე, სირაძე, შარიქაძე, ბუიღლიშვილი, ჯავახიშვილი (ჯაფარიძე 54), შეწირული (ნაჭყებია 81), ოქროპირიძე (ჯანაშია 69), ძებნიაური, გრძელიძე (კაპ), შეყილაძე, ინჯგია
მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი
არბიტრი: მანუჩარ კიკორია (თბილისი)