19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა სამტრედიას 10 უპასუხო გოლი გაუტანა
19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა სამტრედიას 10 უპასუხო გოლი გაუტანა
19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა სამტრედია დიდი ანგარიშით დაამარცხა.
24 სექტემბერს, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 10-0 მოიგო.
მასპინძლებს დუბლი ლოკოს სამმა ფეხბურთელმა შეუსრულა. ორ-ორი გოლი ლაშა ოზბეთელაშვილმა, შოთა შეყილაძემ და რევაზ ინჯგიამ გაიტანა.
დანარჩენი 4 გოლი ირაკლი ჯავახიშვილის და შეცვლაზე შესული ივანე ოქროპირიძის, ავთანდილ სირაძისა და გიორგი გოგობერიშვილის ანგარიშზეა.
8 ტურის შემდეგ, სულიკო დავითაშვილის გუნდი 24 ქულით პირველ პოზიციაზეა.
ლოკომოტივი: ლომიძე, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, ჯავახიშვილი, შეწირული, ჯანაშია (კაპ) (ოქროპირიძე 48), გრძელიძე (სირაძე 56), შეყილაძე, ინჯგია, ოზბეთელაშვილი (გოგობერიშვილი 68)
მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი
არბიტრი: ალიკა მესხი (ზუგდიდი)