აკადემიის 19 წლამდე გუნდმა ჩიხურა დაამარცხა
18/04/2017
აკადემიის 19 წლამდე გუნდმა ჩიხურა დაამარცხა
საქართველოს 19 წლამდე ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა საჩხერის ჩიხურა დაამარცხა.
საჩხერეში გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის გუნდმა 2:0 მოიგო.
მასპინძლებს, პირველი გოლი ლაშა ოზბეთელაშვილმა, 37-ე წუთზე გაუტანა. 45-ე წუთზე ლევან გრძელიძემ ჩიხურას კარი მეორედ აიღო და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
8 ტურის შემდეგ, ლოკომოტივის აკადემიის გუნდს 19 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მინაშვილის გუნდი, მომდევნო ტურში, საკუთარ მოედანზე რუსთავის რუსთავს დაუპირისპირდება.
ლოკომოტივი (U 19): კვირიკაშვილი, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ქებაძე, ჯაფარიძე, ლურსმანაშვილი, ანდრონიკაშვილი (აბულაძე 58), ქიმერიძე (შეწირული 77), გაბუნია (წულეისკირი 69), ოზბეთელაშვილი, გრძელიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი
არბიტრი: თორნიკე ხუბულური (გორი)