ატეიტის თასის ჯგუფურ ეტაპზე ლოკოს U11 გუნდმა პირველი თამაში მოიგო

ატეიტის თასის ჯგუფურ ეტაპზე ლოკოს U11 გუნდმა პირველი თამაში მოიგო
15/09/2023

ატეიტის თასის ჯგუფურ ეტაპზე ლოკოს U11 გუნდმა პირველი თამაში მოიგო

ბათუმში მიმდინარე ატეიტის თასზე ლოკომოტივის 11-წლამდელთა გუნდმა ასპარეზობა დაიწყო.

 

ჩვენი ფეხბურთელები С ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ასევე არიან საბურთალო, ინტერი 2 თბილისი, ქუთაისის სერვალი, დინამო 2 ბათუმი.

 

15 სექტემბერს ლოკო ინტერი 2-ს შეხვდა და 4:0 დაამარცხა. შეხვედრაში შანიძემ დუბლი შეასრულა, მეხაშიშვილმა და მურღულიამ კი თითო გოლი გაიტანეს. დღეს, მოგვიანებით ჩვენი გუნდი დინამო ბათუმი 2-ს დაუპირისპირდება.

 

16 სექტემბერს ჩვენი პატარა ფეხბურთელები სერვალთან და საბურთალოსთან ითამაშებენ. ჯგუფიდან გასული ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს.

more news