გრასრუტის თასზე ლოკოს 10-წლამდელთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა
23/12/2023
გრასრუტის თასზე ლოკოს 10-წლამდელთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა
დასრულდა გრასრუტის თასის გათამაშება, სადაც თბილისის ლოკომოტივის 10-წლამდელთა გუნდიც გამოდიოდა და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.
2013 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის ლოკოს გუნდმა ფინალში გასვლა მოახერხა. ნახევარფინალში ჩვენმა პატარა ფეხბურთელებმა ინტერის აკადემიას 2:1 მოუგეს, გოლები ზეინკლიშვილმა და ყიფიანმა გაიტანეს. ფინალში ლოკოს მეტოქე ტორპედო იყო და ჩვენი გუნდი დამარცხდა.
გრასრუტის თასის გათამაშების საუკეთესო მეკარე ლუკა მუშკუდიანი გახდა. შეგახსენებთ, რომ ლუკა საუკეთესოდ დეკემბერში გამართულ ბენდელას თასზეც დაასახელეს.