ლოკომოტივი 2 მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა
ლოკომოტივი 2 მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა
საქართველოს რეგიონული ლიგის მე-10 ტურში, ლოკომოტივი 2-მა თბილისი სითისთან წააგო. 25 მაისს, თბილისში გამართული დაპირისპირება, მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.
ანგარიში 31-ე წუთზე გიორგი პირველმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. 57-ე წუთზე, ზვიად ჭადაშვილმა შეროზიას კარი მეორედ აიღო და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მინაშვილის გუნდი, რეგიონული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, პირველად დამარცხდა.
ლოკომოტივი 2-ს 10 ტურის შემდეგ, 25 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია. პირველი წრის უკანასკნელ მატჩს, მინაშვილის გუნდი 3 ივნისს, ვარკეთილის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი 2: შეროზია, გელაშვილი, ანდრონიკაშვილი (ობოლაძე 65), ფიფია, ქებაძე (ნიკოლეიშვილი 55), ძებნიაური, მუზაშვილი, შეწირული, ვარძელაშვილი (კაპ), ოზბეთელაშვილი (გობრონიძე 57), ბუღრიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი
არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი (ყვარელი)