ლოკომოტივი 19 წლამდე, ოქროს ლიგის ჩემპიონია

ლოკომოტივი 19 წლამდე, ოქროს ლიგის ჩემპიონია
01/12/2018

ლოკომოტივი 19 წლამდე, ოქროს ლიგის ჩემპიონია

თბილისის ლოკომოტივი 19 წლამდე, ოქროს ლიგის 2018 წლის ჩემპიონია. გათამაშების ბოლო ტურში, სულიკო დავითაშვილის გუნდმა სამტრედია დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, 1 დეკემბერს, საგურამოს ბაზაზე სამტრედიას 12-1 მოუგო.

სტუმრებს 3-3 გოლი ლევან გრძელიძემ და რევაზ ინჯგიამ გაუტანა. დუბლი შეასრულა ზურიკო დავითაშვილმა და შოთა შეყილაძემ. თითო გოლი ივანე ოქროპირიძემ და დავით ნაჭყებიამ გაიტანეს.

სულიკო დავითაშვილის გუნდმა 44 ქულა დააგროვა და დინამო თბილისს ერთი ქულით აჯობა. ლოკოს 19 წლამდე გუნდმა 2018 წლის სეზონი წაუგებლად დაამთავრა. ოქროს ლიგის 16 ტურში, დავითაშვილის გუნდმა 14 მატჩი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა.

ლოკომოტივი: გუგუშვილი, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი (შარიქაძე 29), სირაძე, ჯანაშია (კაპ), ოქროპირიძე, დავითაშვილი (ნაჭყებია 27), ინჯგია, გრძელიძე, შეყილაძე (გოგობერიშევილი 62)

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: დავით ფიფია (გალი)

more news