ლოკომოტივი 2 საქართველოს თასს გამოეთიშა

ლოკომოტივი 2 საქართველოს თასს გამოეთიშა
09/03/2017

ლოკომოტივი 2 საქართველოს თასს გამოეთიშა

10 მარტს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მესამე ეტაპის მატჩში, ლოკომოტივი 2 ალგეთთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

საგურამოს ბაზაზე, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა დამატებით დროში 3:2 წააგეს. ლოკომოტივი 2-ს დუბლი ავთანდილ ბაგაშვილმა შეუსრულა. ორი გოლის გატანა შეძლო ირაკლი ბუღრიძემაც. ჩვენი გუნდის წევრმა თავი 58-ე და 83-ე წუთებზე გამოიჩინა.

 

აღსანიშნავია, რომ ლოკომოტივი 2-მა ძირითადი დროის უკანასკნელი 10 წუთი და ორივე დამატებითი დაიმი 10 ფეხბურთელით ჩაატარა. მე-80 წუთზე ტრავმა მიიღო ლუკა ჯაფარიძემ, გიორგი მინაშვილს კი ამ დროისთვის ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა. გამარჯვების გოლი 101-ე წუთზე გივი ბაქრაძემ გაიტანა.

 

ლოკომოტივი 2: შეროზია, ჯაფარიძე, ძებნიაური, ფიფია, ქებაძე, ლურსმანაშვილი, ობოლაძე (ანდრონიკაშვილი 46), მუზაშვილი (გრელიძე 75), ქიმერიძე (ოზბეთელაშვილი 57), ვარძელაშვილი (კაპ), ბუღრიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

more news