საქართველო (U 17) 1:5 ლოკომოტივი (U 19)

საქართველო (U 17) 1:5 ლოკომოტივი (U 19)
01/03/2017

საქართველო (U 17) 1:5 ლოკომოტივი (U 19)

2 მარტს, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 19 წლამდე გუნდმა, საქართველოს 17 წლამდე ნაკრები დაამარცხა.

გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა, ამხანაგური მატჩი 5:1 მოიგეს. 17 წლამდე ნაკრებს გოლები მე-14 და 84-ე წუთებზე დუბლი წულეისკირმა შეუსრულა. მე-60, 78-ე და მე-80 წუთებზე კი მუზაშვილმა შეასრულა ჰეთთრიკი. გიორგი ნემსაძის ფეხბურთელებმა, ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გაიტანეს. საქართველოს 17 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, ლოკომოტივის აკადემიის ორმა ფეხბურთელმა, კიკნაძემ და ბაქრაძემ ითამაშა.

ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, ფიფია (ცერცვაძე 76), ჭურღულაშვილი, ჯაფარიძე, ნიკოლეიშვილი (ქებაძე 46), ლურსმანაშვილი (შეწირული 57), მუზაშვილი, ობოლაძე, გრძელიძე (ანდრონიკაშვილი 46), წულეისკირი, ოზბეთელაშვილი 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

more news