ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ზამთრის თასზე იასპარეზა
11/01/2018
ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ზამთრის თასზე იასპარეზა
თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასზე იასპარეზა.
12 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ლოკომოტივის 14 წლამდე გუნდმა სამი მატჩი გამართა.
ლუკა ხომასურუძის ფეხბურთელებმა გ ჯგუფში, სამეგრელოს, აჭარისა და რაჭის რეგიონული ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზეს.
პირველ მატჩში, ლოკომოტივმა რაჭა 6:0 დაამარცხა. აჭარისა და სამეგრელოს რეგიონულ ნაკრებებთან კი 3:1 და 2:0 დამარცხდა.
ხომასურიძის გუნდმა ნახევარფინალში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა და ტურნირს გამოეთიშა.