ლოკომოტივის 3 ფეხბურთელი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში
ლოკომოტივის 3 ფეხბურთელი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში
საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში თბილისის ლოკომოტივის სამი ფეხბურთელი მიიწვიეს.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა 22 კაციან შემადგენლობაში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ლუკა ჯაფარიძე და ლაშა ოზბეთელაშვილი გამოიძახა.
ანდრონიკაშვილი ლოკომოტივის მთავარი გუნდის წევრია, ჯაფარიძე და ოზბეთელაშვილი კი ლოკომოტივი 2-ის შემადგენლობაში თამაშობენ.
19 წლამდე ნაკრები ტირანაში, 30 აგვისტოსა და 1 სექტემბერს, ალბანეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ყიფიანის გუნდი 26 აგვისტოს, თბილისში შეიკრიბება, ალბანეთის დედაქალქში კი 29 აგვისტოს გაემგზავრება.
საქართველოს 19 წლამდე გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 8-14 ნოემბერს გამართავს.
გიორგი ყიფიანის გუნდი, ჯგუფში საფრანგეთის, ბოსნია ჰერცეგოვინისა და ანდორის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძელი ბოსნია იქნება.