ლოკომოტივის აკადემიის 5 ფეხბურთელი 18 წლამდე ნაკრებში

ლოკომოტივის აკადემიის 5 ფეხბურთელი 18 წლამდე ნაკრებში
25/04/2017

ლოკომოტივის აკადემიის 5 ფეხბურთელი 18 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 18 წლამდე ნაკრებში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 5 ფეხბურთელია მიწვეული.

 

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ, 23 კაციან შემადგენლობაში სანდრო ანდრონიკაშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, თორნიკე ძებნიაური, ალექსანდრე შეწირული და ლაშა ოზბეთელაშვილი გამოიძახა.

 

18 წლამდე გუნდი, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ქართველი ფეხბურთელები, 2 და 4 მაისს, თბილიში, უზბეკ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

 

ვასილ მაისურაძის გუნდი, 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის მომავალ შესარჩევ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

  

18 წლამდე ნაკრები 28 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე შეიკრიბება.

more news