ლოკოს 19 წლამდე გუნდი მიუნხენის ბაიერნის 19 წლამდე გუნდთან ითამაშებს
![ლოკოს 19 წლამდე გუნდი მიუნხენის ბაიერნის 19 წლამდე გუნდთან ითამაშებს](http://fcloco.ge/!img/news/academy/012.jpg?type=header)
ლოკოს 19 წლამდე გუნდი მიუნხენის ბაიერნის 19 წლამდე გუნდთან ითამაშებს
თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 19 წლამდე გუნდი, მიუნხენის ბაიერნის 19 წლამდე გუნდის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
სულიკო დავითაშვილის გუნდი მიუნხენში 5 ივლისს გაემგზავრება. ბაიერნთან მატჩი 7 ივლისს, აკადემიის ბაზაზე გაიმართება.
მიუნხენელთა 19 წლამდე გუნდს სებასტიან ჰიონესი წვრთნის. გუნდი რეგულარულად თამაშობს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე. გასულ წელს, ბაიერნის აკადემიის გუნდი 19 წლამდე ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ლოკომოტივი გერმანიაში 18 ფეხბურთელით გაემგზავრება.
მეკარეები: ზურაბ გუგუშვილი, გიორგი მიქავა
მცველები: ლუკა ჯაფარიძე, ავთანდილ სირაძე, ბექა ბუიღლიშვილი, ირაკლი ჯავახიშვილი, თემურ ძაძამია, სანდრო ქაჯაია, ზურაბ ბაქრაძე
ნახევარმცველები: ლუკა ჯანაშია (კაპ), საბა ჯინჭარაძე, ვანო ოქროპირიძე, დავით ნაჭყებია, ბექა ფილფანი, ლევან გრძელიძე
თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია, გიორგი იაკობიძე, შოთა შეყილაძე
მიუნხენში გამგზავრებამდე, ლოკოს 19 წლამდე გუნდი 4 ივლისს, 10:00 საათზე, საგურამოს ბაზაზე ღია ვარჯიშს გამართავს.