ლოკოს 17 წლამდელებმა დინამოს 6:1 მოუგეს

ლოკოს 17 წლამდელებმა დინამოს 6:1 მოუგეს
05/11/2017

ლოკოს 17 წლამდელებმა დინამოს 6:1 მოუგეს

17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-15 ტურში თბილისის ლოკომოტივმა დინამო თბილისი დაამარცხა. პაატა გოცირიძის გუნდმა, მეტოქეს 6:1 მოუგო.

დინამოს 5 გოლი გაუტანა თემო გაბუნიამ. ლოკოს მე-11 ნომერმა, გოლები 32-ე, 42-ე, 49-ე, 69-ე და 70-ე წუთებზე გაუტანა.

ერთი გოლი ლუკა ხარძიანის ანგარიშზეა, რომელმაც სტუმართა კარი მე-17 წუთზე აიღო. დინამოელთაგან, ერთადერთი გოლი, 56-ე წუთზე, ლუკა ჩაკვეტაძემ გაიტანა.

პაატა გოცირიძის გუნდი, 15 ტურის შემდეგ, 22 ქულით მე-5 ადგილზეა.

ლოკომოტივი: კონცელიძე, გუგუნავა, ზუმბაძე, ბაქრაძე, ქურდაძე, კილასონია, ხუნჯგურუა, ჩიჯავაძე, გაბეჩავა (კანკია 75), ხარძიანი (კუიანიძე 64), გაბუნია

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: გიორგი ვარდიძე

more news