ლოკო 2 იბერია 2-თან დამარცხდა

ლოკო 2 იბერია 2-თან დამარცხდა
04/06/2024

ლოკო 2 იბერია 2-თან დამარცხდა

ეროვნული ლიგა 3-ის მე-14 ტურში თბილისის ლოკომოტივი 2 სტუმრად იბერია 2-ს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

 

შეხვედრაში ჩვენი გუნდი დაწინაურდა, მე-5 წუთზე მეტოქის კარში გოლი ლაშა კალანდაძემ გაიტანა. იბერიამ წონასწორობა მალევე აღადგინა, გოლი დავით მიქაიას ანგარიშზეა.

 

გამარჯვების გოლი კი მეორე ტაიმში გავიდა, ლოკოს კარში 53-ე წუთზე დავით გაბისონიამ გაიტანა.

 

14 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს ეროვნულ ლიგა 3-ში 21 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. მორიგ შეხვედრას ლოკო 2 15 ივნისს გორთან ჩაატარებს.

more news