ლოკო 2 საქართველოს თასის 1/8 ფინალში გავიდა
ლოკო 2 საქართველოს თასის 1/8 ფინალში გავიდა
თბილისის ლოკომოტივი 2 საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალში ითამაშებს.
1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა დრამატულ ბრძოლაში შტუმრს მოუგო - 3:3 (5:3 პენ).
მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. ლოკო 2 ალექსანდრე თურქიასა და გაბრიელ ხუციშვილის გოლებით 2:1 იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე მეტოქემ წონასწორობა აღადგინა.
დამატებით დროში გუნდემა თითო გოლი გაცვალეს. ნიკოლოზ ნინიძემ ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ 99-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო ანგარიში მორიგ ჯერზე ირაკლი ზარიძემ გაათანაბრა, მან გოლი 104-ე წუთზე გაიტანა.
პენალტების სერიაში ლოკო 2-ის ფეხბურთელების ხუთივე დარტყმა ზუსტი იყო. თერთმეტმეტრიანი გამოიყენეს: ხუციშვილმა, შაშიაშვილმა, მოლაშვილმა, ჩოხელმა და ნინიძემ.
საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა 22 ივლისს ჩატარდება.