ლოკო 2 საქართველოს თასს გამოეთიშა
27/07/2024
ლოკო 2 საქართველოს თასს გამოეთიშა
თბილისის ლოკომოტივი 2-მა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე გამოსვლა დაასრულა.
ტურნირის მერვედფინალში ჩვენი გუნდი თბილისის ოლიმპიურ კომპლექსში სპაერს დაუპირისპირდა და მატჩი 0:1 დათმო.
ლოკოს რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდა, მატჩში ერთადერთი გოლი კი სპაერის ფეხბურთელმა, გიორგი ცეცხლაძემ 38-ე წუთზე გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ლოკო 2 წელს ეროვნულ ლიგა 3-ში გამოდის და სეზონს 29 აგვისტოს გურიასთან მატჩით განაახლებს.