ლოკომ დარასელიას თასზე გალათასარაი დაამარცხა

ლოკომ დარასელიას თასზე გალათასარაი დაამარცხა
23/08/2024

ლოკომ დარასელიას თასზე გალათასარაი დაამარცხა

ლოკომოტივის U16 გუნდი ვიტალი დარასელიას თასის მეორე ტურში თურქულ გალათასარაის შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა.

 

ჩვენი გუნდი მე-4 წუთზე ნიკა ქემოკლიძის გოლით დაწინაურდა. ჩან ალბაირაკმა წონასწორობა მე-9 წუთზე აღადგინა. ტაიმის მიწურულს კი თურქული გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს.

 

62-ე წუთზე ლოკო წინ გავიდა, გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს. დავით ჩიგოშვილის განვითარებული შეტევის შემდეგ ნიკა ბერულავამ გაიტანა.

 

ლოკო ნახევარფინალში ითამაშებს თუ არა, ეს 25 აგვისტოს გალათასარაი–ვალენსიას შეხვედრაში გადაწყდება.

 

 

more news