ლოკომოტივის აკადემიას ახალი მოედანი აქვს და დავით ყიფიანის სახელს ატარებს
ლოკომოტივის აკადემიას ახალი მოედანი აქვს და დავით ყიფიანის სახელს ატარებს
დღეს, თბილისის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიამ ახალი მოედანი გახსნა. დღესვე, აკადემიას მიენიჭა ლეგენდარული დავით ყიფიანის სახელი.
ახალი მოედანი მდებარეობს ჩვენი კლუბის პარტნიორის - თავისუფალი სკოლის (Free School) მიმდებარე ტერიტორიაზე და მასზე „ლოკომოტივის“ აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები ივარჯიშებენ. სრულად აღჭურვილი და კეთილმოწყობილია საოფისე ფართი, გასახდელები და საშხაპეები; მათ შორის, გოგონების გასახდელი.
ახალი მოედანი კლუბის ტექნიკურ დირექტორთან - გიორგი ყიფიანთან ერთად, გახსნეს და სიმბოლურად, წითელი ლენტი გაჭრეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა - ალექსანდრე იაშვილმა და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა - ვატო ლეჟავამ.
ღონისძიებას ესწრებოდა „ლოკომოტივის“ პარტნიორის - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - კახა ჭუმბურიძე, ჩვენი სპონსორების - სილქნეტისა და ლიბერთის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეები.
ეს მნიშვნელოვანი პროექტი "ლოკომოტივმა" სილქნეტთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან და თავისუფალ სკოლასთან ერთად განახორციელა.