ლოკოს 12-წლამდელთა გუნდი ატეიტის თასზე გოლგაუშვებლად ასპარეზობს

ლოკოს 12-წლამდელთა გუნდი ატეიტის თასზე გოლგაუშვებლად ასპარეზობს
09/09/2023

ლოკოს 12-წლამდელთა გუნდი ატეიტის თასზე გოლგაუშვებლად ასპარეზობს

ბათუმში მიმდინარე ატეიტის თასზე ლოკომოტივის 12-წლამდელთა გუნდი წინ გოლგაუშვებლად მიიწევს.

 

A ჯგუფში, სადაც ლოკო გამოდის, ასევე თამაშობენ საბურთალო, უზბეკური ოდილი, თელავი და ქუთაისის ტორპედო.

 

ჩვენმა ფეხბურთელებმა საბურთალოსთან და ოდილთან მატჩი 0:0 დაასრულეს, ხოლო თელავს დიდი ანგარიშით, 7:0 მოუგეს. თელავთან შეხვედრაში ჭაბუკიანმა და ჯავაშვილმა 2-2 გოლი გაიტანეს, ხოლო თითო გოლით თავი დოლიძემ, ჩხეტიანმა და მდივნიშვილმა გამოიჩინეს.

 

ლოკოს 12-წლამდელთა გუნდი ტურნირზე გადამწყვეტ შეხვედრას ქუთაისის ტორპედოსთან ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფიდან გავა.

more news