ლოკოს U12 გუნდი ატეიტის თასის გამარჯვებულია
ლოკოს U12 გუნდი ატეიტის თასის გამარჯვებულია
თბილისის ლოკომოტივის U12 გუნდი საერთაშორისო ტურნირის, ატეიტის თასის გამარჯვებულია.
დათა ბაბუაძის გაწვრთნილმა გუნდმა A ჯგუფის პირველ მატჩში დელფინი 1:0 ხატოიანის გოლით დაამარცხა, შემდეგ ჩემპიონ 2-ს 6:0 სძლია. 2 გოლი შანიძემ გაიტანა, ხოლო თითოჯერ თავი მეხაშიშვილმა, აკოფიანმა, დავითაძემ და ბეკარაშვილმა გამოიჩინეს. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ლოკომ ბომბორას 2:1 შანიძის დუბლით მოუგო.
1/4 ფინალური ეტაპის მატჩი სამტრედიასთან ფრედ, 1:1 დასრულდა, სადაც თავი ხოჭოლავამ გამოიჩინა, ხოლო პენალტებში 4:2 გავიმარჯვეთ. ნახევარფინალში საბურთალოს ბარიერიც პენალტების სერიაში დავძლიეთ - 5:4.
რაც შეეხება ფინალს, ბათუმის დინამოსთან მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, გოლი კორკელიამ გაიტანა. პენალტების სერიაში კი ჩვენმა ფეხბურთელებმა 4:3 გაიმარჯვეს.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ლოკოს ფეხბურთელი დავით კორკელია გახდა, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელი - იოსებ ფილია