ლოკოს U13 გუნდმა ატეიტის თასზე მეორე ადგილი დაიკავა

ლოკოს U13 გუნდმა ატეიტის თასზე მეორე ადგილი დაიკავა
01/09/2024

ლოკოს U13 გუნდმა ატეიტის თასზე მეორე ადგილი დაიკავა

თბილისის ლოკომოტივის U13 გუნდმა ატეიტის თასის გათამაშებაზე წარმატებით იასპარეზა და საბოლოოდ ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

 

ჩვენმა პატარა ფეხბურთელებმა პირველ შეხვედრაში ფოთი 3:1 ჭაბუკიანის ჰეთთრიქით დაამარცხეს. შემდეგ საბურთალოსთან დავმარცხდით, ხოლო მერე დინამო ბათუმთან 3:0 გავიმარჯვეთ, გოლები კახნიაშვილმა, შანიძემ და მდივნიშვილმა გაიტანეს.

 

მეოთხედფინალში გორს 2:0 ჭაბუკიანისა და მდივნიშვილის გოლებით ვძლიეთ, ხოლო ნახევარფინალში ვიკინგები 1:0 ნიჟარაძის გატანილი გოლით დავამარცხეთ.

 

ფინალური მატჩი ლოკოს U13 გუნდმა ფოთთან პენალტების სერიაში წააგო, მატჩის ძირითადი დრო კი 1:1 დასრულდა და თავი ჩხეტიანმა გამოიჩინა.

more news